logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე ოპონენტებს: დაპაუზებულია არა აჭარა, არამედ თქვენი პოლიტიკური წამზომი!
- +

25 ნოემბერი. 2018. 16:45

 

დაპაუზებულია არა აჭარა, არამედ თქვენი პოლიტიკური წამზომი, – ასე მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს.

 

მისი თქმით, ოპონენტები ცრუ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს აჭარა არ ვითარდება, გაზიფიცირების პროექტი კი - იმის დასტურია, რომ აჭარა ვითარდება.

 

დღევანდელი დღე არის ჩვენი ზუსტი პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ აჭარა გაჩერდა ან დაპაუზებულია. დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამზომი. ჩვენ ასე შევძლებთ, ვუპასუხოთ მათ ქილიკს, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შუახევში, მთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner