შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მურთაზ ზოდელავას განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა:
„კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას. მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც. საერთოდ არ არის მისი საქმე მე სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ რაიმე დამადასტურებელი აქვთ, ნება იბოძონ, წავიდნენ იქ სადაც კანონს შეესაბამება. ახლა ხომ ვარ სამეგრელოში, არჩევნები რომ დასრულდება, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები და რა დაპირებებსაც გავცემ, ყველას შევასრულებ. ბატონმა კოორდინატორმა მიხედოს თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ატაროს ბრიფინგები, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.