logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ქართული კულტურის ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის
- +

25 ნოემბერი. 2018. 19:25

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნეს.

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს“ მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მან თეატრის დასს თეატრის გახსნა მიულოცა და ბევრი წარმატებული პრემიერა უსურვა.

 

ბათუმის დრამატული თეატრი ჩვენი ქალაქის, ბათუმის კულტურის და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სიცოცხლეს იძენს, რადგან სრულად რეაბილიტირებულ თეატრში ვიმყოფებით. მჯერა, რომ ამ შენობაში მრავალი წარმატებული პრემიერა გაიმართება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონტრიბუცია, რომელიც ამ თეატრს ექნება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ფონდქართუსდა მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ქართული კულტურის ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შენობას უპრეცენდენტო სამუშაოები ჩაუტარდა. ისტორიულ შენობის უნიკალურ კედელს და ჭერის მხატვრობას ჩაუტარდა რესტავრირება და დაუბრინდა ავთენტურობა, ისევე როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

 

გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები. შესაძლებელი გახდა შენობაში არსებულ დიდ და მცირე სცენაზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner