logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: რუსეთი რომ გაიხრწნა, დასავლეთი ნამდვილად არ არის ამ დონემდე დასული
- +

18 მაისი. 2016. 15:45


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია „facebook"-გვერდზე წერს, რომ დასავლეთი ნამდვილად არ არის ამ დონემდე დასული, რა დონეზეც რუსეთი გაიხრწნა.



17 მაისის თემას რაც შეეხება: როდესაც რკინის ფარდა ჩამოვარდა და დაიწყო პოლიტიკური ცვლილებების ერა, დასავლეთიდან უამრავ პოზიტიურ მოვლენასთან ერთად არაერთი ნეგატიური და მიუღებელი თვალსაჩინო, ხელშესახები გახდა ჩვენთვის.

ჯერ მარტო 90-იანები რად ღირს, როდესაც ჩვენი ინფანტილური ახალგაზრდები სახელმწიფო გადატრიალების ნაბახუსევზე პირდაპირ, ცხოვრებით თამაშობდნენ იტალიურ თუ ამერიკულ მაფიაზე გადაღებული ფილმების გმირებს". შემოვიდა მაფიოზური cover up, დაკრიშვები", გადმორიცხული თანხების ატკატები", გაყალბებათა ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა პერვერსიები და ..

მაგრამ დადგე და ილაპარაკო, რომ დასავლეთი გაიხრწნა" რაღაც ვერ არის წესრიგში. ამას იმპლიციტური ანუ ჩაგონებით ტექნიკა ქვია. როდესაც აზრის ერთ ნაწილს ამბობ ისე, რომ სხვამ თავის თავში ის მეორე ნაწილიც უნდა მიამატოს. ანუ უნდათ გვითხრან: იმის ფონზე, რაც გაიხრწნა", არსებობს რაღაც, რაც არ გაიხრწნა". ანუ რუსეთი. ამიტომ მასზე უნდა გავაკეთოთ სწორება.

დასავლეთი შორსაა იდეალური სამყაროსგან, მაგრამ რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები რომ გაიხრწნენ და ჩამორჩნენ მთელ რიგ საკითხებში (ჩვენი ჩათვლით), დასავლეთი ნამდვილად არ არის ამ დონემდე დასული. აი, რაშია ჩაბუდებული დიდი სიცრუე", - წერს გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner