შსს: გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორ ზურაბ შამათავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი არ დაუდგინდა
-
+
25 ნოემბერი. 2018. 23:05
„გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორს და მეოთხე ბრიგადის ყოფილ მეთაურს ზურაბ შამათავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი არ დაუდგინდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე ზ.შ. არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
„სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყეს. პოლიციამ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე ზ. შ. გადაამოწმა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი არ დადასტურდა. სამართალდამცველებმა ზ.შ. ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხეს, რის შემდეგაც მათ პოლიციის შენობა დატოვეს“, - აცხადებენ შსს-ში.
წყარო :