logo_geo
eng_logo
გამოკითხულთა 33.6%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას
- +

18 მაისი. 2016. 15:46


„ახალგაზრდულმა ცენტრმა" პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დასადგენად მიმდინარე კვლევის შუალედური შედეგები გაასაჯაროვა.


კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა უმეტესობა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს.



აღნიშნული კითხვის მიხედვით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 33.6% (302 რესპონდენტი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 11.9% (107 რესპონდენტი); „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 9.8 % (88 რესპონდენტი); „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" 3% (27 რესპონდენტი); „თავისუფალი დემოკრატები" 2.7% (24რესპონდენტი); „ეროვნული ფორუმი" 2.5% (23 რესპონდენტი); რესპუბლიკური პარტია 2.2% (20 რესპონდენტი); „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 2% (18 რესპონდენტი); ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი" 1.9% (17 რესპონდენტი).



გამოკითხულთა 14.3%-ს (129რესპონდენტი) უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა, ხოლო 2.3%-ისთვის არცე რთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.



ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევა მაისში დაიწყო და მასში უკვე 900-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner