logo_geo
eng_logo
17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა მიმდინარეობს
- +

18 მაისი. 2016. 15:47


სასტუმრო „რედისონში" 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა მიმდინარეობს.


სხდომა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს.


კახა კალაძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზას" წამყვანი როლი უკავია გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში.


სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები ეს არის პატარა თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზას" წამყვანი როლი უკავია ამ გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე, ისტორიულად იყო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო-ეკონომიკურ-კულტურული კავშირების უმოკლესი და ეფექტური გზა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


საბჭოს სხდომას ესწრება საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ირანისა და ესტონეთის 180 წარმომადგენელი.



საბჭოს სხდომა ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner