logo_geo
eng_logo
NATO რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს
- +

26 ნოემბერი. 2018. 10:41

 

 

NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლის ოანა ლუნგესკუს განცხადებით, NATO რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

 

„NATO ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში და კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. NATO სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. NATO- ბრიუსელის სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, - განაცხადა ოანა ლუნგესკუმ.

 

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებს ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. სამი უკრაინული გემი და 20-ზე მეტი უკრაინელი მეზღვაური ამ დროისთვის რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი, მათ შორის დაჭრილია 6 მეზღვაური. აღნიშნულის გამო, პრეზიდენტმა პოროშენკომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირეს. ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner