logo_geo
eng_logo
გაერო-ს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს
- +

26 ნოემბერი. 2018. 10:44

 

 

გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი „Twitter“-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს.

 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკის დროით 11:00 საათზეა დანიშნული.

 

ოფიციალურმა კიევმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთის სასაზღვრო გემმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ძალების გემებს.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნეს.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი „ბერდიანსკი“ და „ნიკოპოლი“ ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი „იანი კაპუ“. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

 

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner