logo_geo
eng_logo
პავლო კლიმკინი: რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ
- +

26 ნოემბერი. 2018. 12:22

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა.

 

„რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე ომი რუსეთთან ნეიტრალურ წყლებში, ვინაიდან აგრესიის ეს აქტი ზუსტადაც რომ ნეიტრალურ წყლებში მოხდა. ეს აგრესიის აქტია და ზუსტად ასეთი შეფასება უნდა მიეცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, - განაცხადა პავლო კლიმკინმა.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner