logo_geo
eng_logo
ვლადიმირ გროისმანი: უკრაინამ ყველა რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა
- +

26 ნოემბერი. 2018. 12:22

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ქერჩის სრუტესთან განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინამ ყველა რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

 

„ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში აგრესიის სამიზნე ვართ. ის, რაც დღეს მოხდა, დაუშვებელია. მივიჩნევ, რომ სრულიად ცივილიზებული სამყაროს მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ამ ველურობას წერტილი დაესვას. არავის არ მიუცია რუსეთისთვის უფლება, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყოს“, - განაცხადა გროისმანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner