ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, 17 მაისს შსს-ს ტერიტორიაზე განხორციელებულ ლგბტ თემის აქციაზე და საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ბრეგაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მომხდართან დაკავშირებით, რომელიც ბრეგაძემ აგრესიულ ვანდალიზმად შეაფასა.
„ეს იყო აგრესიული ვანდალიზმი, რომელიც განახორციელა აგრესიულმა სექტანტურმა დაჯგუფებამ. არ ვიცი, მათ ლგბტ საზოგადოება შეიძლება ვუწოდოთ თუ სხვა სახელი, მაგრამ ეს ადამიანები, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს საპატრიარქოს, უნდა დაისაჯონ უმკაცრესად. მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი არ უნდა იყოს. ამ ადამიანებს, როგორც ტერორისტული აქტის მომწყობებს, ისე უნდა მოექცნენ სამართალდამცავი ორგანოები და მათ წინააღმდეგ აღძრულ იქნას სისხლის სამართლის საქმე. უნდა მიესაჯოთ დიდი სასჯელი. ეს იყო პირდაპირი დავალება, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა. აგრეთვე, ლგბტ თემის ის წარმომადგენლები, რომლებიც მართლმადიდებელი მღვდლის ანაფორაში ჩაცმულები შსს-ს ტერიტორიაზე ანხორციელებდნენ აქციას, ანალოგიურად უნდა დაისაჯონ. თუ ეს არ დაისაჯა კანონის მიხედვით, ხალხი თავად აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ დაიცვას საკუთარი სიწმინდეები, საპატრიარქო და ეკლესია" ,- განაცხადა ბრეგაძემ.