logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გრიგოლ ვაშაძემ შარშან განაცხადა - „ტრამპმა ჰილარისგან მოიპარა საარჩევნო პროგრამაო“
- +

26 ნოემბერი. 2018. 12:25

 

 

„იმდენად ანტიტრამპისტულია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლა, რომ თუ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდა, ძალიან უხერხული იქნება თეთრ სახლთან ურთიერთობა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

 

გია აბაშიძე საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასა და შეერთებული შტატებში შუალედური არჩევნების კამპანიას შორის მსგავსებებზე საუბრობს.

 

„როდესაც ვამბობთ ამერიკელები, ვინ არიან ეს ამერიკელები?! ბევრის აღქმაში ეს არის თეთრი სახლი და ყველაფერი ერთად. ამ დროს ამერიკაში არის კონგრესი - კაპიტოლ ჰილზე, საპარლამენტო ხელისუფლება, თეთრი სახლი და ასე შემდეგ. ისიც ვიცით ძალიან ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის აღქმებზე ვსაუბრობ, რომ ტრამპს არ მოსწონს ჰილარი კლინტონი და ისიც ვიცით, რომ ამერიკელები გვიჭერენ მხარს, მაგრამ რომელ ამერიკელებზეა საუბარი?! რესპუბლიკელებში რამდენიმე განშტოებაა, რესპუბლიკელები ტრამპის წინააღმდეგ არიან ასევე და რასაკვირველია, ტრამპს ეწინააღმდეგებიან ამერიკელი დემოკრატები. მათ შორის დიდი ყურადღება არ მიაქცია ქართულმა მედიამ ამ შუალედურ არჩევნებს, რომელზეც ტრამპი ამბობს, რამდენიმე შტატში გამიყალბესო. კარუსელებს ახსენებს, ამ სიტყვით არა, მაგრამ ჩვენ მივხვდით, ყალბი, რამდენიმე ხმის მიცემაო.

 

ტრამპი ასევე უწოდებს თავის ოპონენტებს აგრესიულ ბრბოს - დემოკრატიულ პარტიას უწოდებს. რამდენიმე ფრაზას ვიტყვი, რომელიც საჯარო სივრციდან ისედაც ცნობილია. მაგალითად: „ტრამპი არის რუსეთუმე, პუტინის მარიონეტი და ამერიკაში დესტრუქციისთვის არის არჩეული“ - ვინ ამბობს ამას? დემოკრატიული პარტია და მისი მხარდამჭერები. იგივე გვესმის აქაც.

 

კიდევ სხვა რაღაცებიც თქვა ბატონმა ვაშაძემ შარშან, საქართველოს უნივერსიტეტში როდესაც გამოდიოდა - „ტრამპმა ჰილარისგან მოიპარა საარჩევნო პროგრამაო“, კიდევ არის სხვა ფრაზები - იმდენად ანტიტრამპისტულია მთლიანად მისი გამოსვლა, რომ თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, ძალიან უხერხული იქნება თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა.

 

ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ამერიკაზე, უნდა ვთქვათ, რომელი ამერიკა? რომელი დასავლეთი? ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე ძალები მოდიან. არიან სხვა მიმართულებებიც, ამიტომ განყენებულად არ უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ საზოგადოებას, ამომრჩეველს უნდა ავუხსნათ, რომ ამერიკელები არ არის მხოლოდ ერთი, ერთ შენობაში, თეთრ სახლში.

 

იმავე გამოსვლაში ვაშაძემ ახსენა, რომ საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ უნდა ტრამპსო, და რას ვხედავთ? რამდენიმე თვის წინ დინამიური განხილვა დაიწყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის. რას ეძახის ხოლმე ტრამპი თავის ოპონენტებს? Fake-news-ს ხომ?

 

ტყუილად კი არ საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი, რომ უვრცელებენ ყალბ ახალ ამბებს“, - განაცხადა თოქშოუში „იმედი LIVE“ გია აბაშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner