უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო კაბინეტთან კონსულტაციის შემდეგ, საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანს, შემდეგ კი უმაღლეს რადას დასამტკიცებლად გაუგზავნის.
„საომარი მდგოამრეობის გამოცხადება არ მოიცავს საპასუხო ცეცხლის გახსნას ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით უკრაინული მხარე სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა, აღნიშნა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას შედეგად უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებული ადამიანი მოყვა.