logo_geo
eng_logo
შორენა შავერდაშვილი: ეს უტიფრობაა ზუსტად, ქვეყანას რომ აქცევს!
- +

26 ნოემბერი. 2018. 13:05

 

 

„საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვაზე ჰქონიათ გუშინ სიუჟეტი, შევარდნილან ერთ-ერთ სტამბაში და წუნდებულ ბიულეტენებზე ამტკიცებდნენ, აყალბებთ ბიულეტენებსო!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი წერს.

 

„ნებისმიერმა, ვისაც პოლიგრაფიასთან რაიმე შეხება აქვს, იცის, რომ ბეჭდვაში გათვალისწინებული უნდა იყოს „მეტობა“, რაც სხვადასხვა რგოლის სამუშაოების შესრულებისას არის საჭირო იმისთვის, რომ არ დააკლდეს ზუსტ ტირაჟს/რაოდენობებს.

ბიულეტენების შემთხვევაში, ბიულეტენი იბეჭდება, შემდეგ იჭრება, ინომრება, პერფორირდება, და იკინძება. ყველა ამ რგოლს სჭირდება თავის „მომართვა" და მოსამართი ფურცლები, სადაც ფუჭდება ბიულეტენები.

შესაძლოა, ტირაჟი ისე შეივსოს, რომ დარჩეს ზედმეტი, სრულიად საღ-სალამათი ბიულეტენები.

ეს ბიულეტენები საჭიროა იმ შემთხვევებისთვისაც, როცა საარჩევნო ოლქები მოდიან, ამოწმებენ, ითვლიან და ცალობით იბარებენ რვეულებად აკინძულ ბიულეტენებს. შეიძლება სადმე იყოს ხარვეზი და ჩასანაცვლებელი იყოს წუნდებული ბიულეტენი საღით.

პროცესის დასრულების შემდეგ, როცა უკვე ყველა ოლქი გასტუმრებულია, წუნდებული / ზედმეტი ბიულეტენები გროვდება ცალკე, იწონება, ითვლება და ცესკო-ს წარმომადგენლის თანდასწრებით, დგება შესაბამისი აქტი და ნადგურდება.

ესაა მთელი ამბავი სინამდვილეში. ამიტომ იყო სტამბაში „ზედმეტი" ბიულეტენებიც.

ამ დროს რა დარჩება მაყურებელებს „R2-ის ამ სიუჟეტიდან? არიქა, ზედმეტი ბიულეტენია დაბეჭდილი, არჩევნები ყალბდება!

ეს უტიფრობაა ზუსტად, ქვეყანას რომ აქცევს!“ - წერს შავერდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner