logo_geo
eng_logo
ბრაიან ფიცპატრიკი: მოვუწოდებ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, პასუხი აგებინოს ვლადიმირ პუტინს
- +

26 ნოემბერი. 2018. 13:14

 

 

ამერიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა დაგმო აზოვის ზღვაში რუსეთის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „პასუხი აგებინოს“.

 

„რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის პროვოკაციული ხელყოფა აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს ქერჩის სრუტის გავლით ნაოსნობის თავისუფლება და ნება დართოს უკრაინულ ხომალდებს უკრაინული პორტების თავისუფლად გამოყენების.

აშშ-ს არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის უგულებელყოფა. მოვუწოდებ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, პასუხი აგებინოს ვლადიმირ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება. ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ უკრაინელ ხალხს“, - ნათქვამია ბრაიან ფიცპატრიკის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner