logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს !
- +

24 თებერვალი. 2016. 21:49



განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მეშახტეების სამუშაო პირობები მართლაც არაადამინურია, რაზეც ხელისუფლება თვალს არ დახუჭავს.



„სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს !!!

 

შეუძლებელია თვალი დახუჭოს ადამიანმა იმ ფაქტებზე რასაც ტყიბულელი მეშახტეები ყვებიან. სამუშაო პროცესის დროს კარის ბოქლომით ჩაკეტვა და .. ეს არ არის 21 საუკუნის შრომითი პირობა, ეს არის კატასტროფა. დაბალი ჰონორალი და პლიუს გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი ეს თავისთავად მძიმედ აისახება თითოეული მეშახტის ყოფაზე.

 

ასევე კატასტროფა არის ის ფაქტიც, რომ დღეს შახტა არის გაჩერებული და ამით მხოლოდ და მხოლოდ ისევ ტყიბულელები და მეშახტეები ზარალდებიან.

 

მეგობრებო, ტყიბულის შახტა არის კერძო საკუთრება, რომელსაც აქვს ნაკისრი ვალდებულებები სხვადასხვა კომპანიებთან ქვანახშირის მიწოდების შესახებ. ხელფასების ზრდა პიდაპირპროპორციულია ქვანახშირის გასაღების ბაზრებთან და შესაბამისად სასსიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ტყიბულის შახტამ სასწრაფოდ აღადგინოს მუშაობა. ვინაიდან წარმოება გაჩერებულია და კომპანიის ბიუჯეტის შევსება ვერ ხერხდება დიდია ალბათობა იმის, რომ კომპანიამ ვერ შეძლოს სახელფასო დავალიანების სრულად გასტუმრება ან თებერვლის თვის ხელფასის სრულად გაცემა აღნიშნული შეჩერებული სამუშაოების გამო.

მეგობრებო, მე როგორც რიგითი ტყიბულელი და ძალიან დიდი გულშემატკივარი ჩემი ქალაქის მოგიწოდებთ რაც შეიძლება სწრაფად დასხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან თქქვენს ხელმძღვანელობასთან სადაც ერთგვარ მედიატორის ფუნქციას იკისრებს სახელმწიფო. პროცესებში ჩართულია მაჟორიტარი დეპუტატი და ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება.

 

კიდევ ერთხელ გეუბნებით პროცესების უმართავობა და გაჩერებული შახტა ავნებს მხოლოდ ქალაქს, ავნებს მეშახტეს, ავნებს მაღაზიის მეპატრონეს, ავნებს ბაზარს და .. გაჩერებული შახტა ნიშნავს გაჩერებულ ტყიბულს.

 

გამოითქვა მზაობა იმის, რომ ჯიაიჯი ჯგუფი მზად არის მოლაპარაკებისათვის და სახელმწიფო ინსტიტუტები იმუშავებენ საგადასახადო პოლიტიკაზე. ვფიქრობ დროა პროცესები გადავიდეს "მაგიდის გარშემო" და ქალაქმა დაიწყოს მუშაობა. აღნიშნული სიტუაციით პრობლემა შედის ჩიხში და სარგებელს ვერ ნახავს ვერცერთი მხარე.

 

შეხვედრაზე უნდა გაიწეროს ყველა იმ პრობლემის მოგვარების მაქსიმალური ვადები რასაც აყენებენ მეშახტეები და ამ ვადებში შესრულების გარანტი იქნება სახელმწიფო. კანონის ჩარჩოებს ნუ გაცდებით.

 

მე როგორც ტყიბულელი და თქვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი მზად ვარ დავივალო ნებისმიერი რამ რის გაკეთებასაც შევძლებ და დავდგე იქ სადაც ჭირდება ჩემს ქალაქს, თუმცა ამოსავალი წერტილი დღეს ჩემთვის არის ტყიბულის ინტერესი და დღეს ქალაქის ინტერესი არის შახტების ამუშავება, რომ იმუშაოს ქალაქმა.

 

მეგობრებო, დიალოგს და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს ისევ ქალაქის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისათვის ვინაიდან გაჩერებული შახტა ნიშნავს გაჩერებულ ტყიბულს. ყველა პრობლემა მოგვარებადია სწორი მოლაპარაკებით."- აღნიშნავს აბესაძე.


შეგახსენებთ, რომ მეშახტეები უკვე რამდენიმე დღეა გაიფიცნენ. გაფიცულების თქმით, კომპანია, რომელმაც ისინი დაიქირავა არაადამიანურ პირობებში ამუშავებს.


http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=678



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner