logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: თუ პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა
- +

18 მაისი. 2016. 16:07


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა".



რაც შეეხება შეწყალებას, ეს გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ხალხო, იმიტომ, რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი. თუ მარგველაშვილი ამათ შეიწყალებს და კარგი კაცია, მაშინ ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია. ის მოსამართლეები თუ ცუდები არიან, გალანძღეთ სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმან დანიშნა ისინი", - განაცხადა მეჭიაურმა.



ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს დღეს „ეროვნულმა ფორუმმა" მიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner