უმრავლესობის დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ განსაკუთრებით მრავალფეროვანი ბრალდებები ისმის, რომელთა უმრავლესობა რეალობას მოკლებულია.
„ბრალმდებლის, ოპოზიციის მხრიდანაც სახელისუფლებო გუნდზე შეტევა უაპელაციოდ არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს. ამასთან, თუ რამე ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი სტრუქტურები პასუხს აუცილებლად გასცემენ. თუ ვინმე რამეში დამნაშავეა, ესეც გამოჩნდება. ჯერჯერობით ჩანს, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.