logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: მივმართავ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკრაინელი სამხედროები
- +

26 ნოემბერი. 2018. 15:23

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები და დაკავებული გემები დააბრუნოს.

 

„მივმართავ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით იყვნენ დაკავებული და რომელთა ბედი უცნობია. უკრაინა ასევე მოითხოვს, დაუბრუნონ უკანონოდ დაკავებული გემები“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რუსულ მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ როგორც აზოვის ზღვაში, ასევე სხვა მიმართულებითაც.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner