უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები და დაკავებული გემები დააბრუნოს.
„მივმართავ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით იყვნენ დაკავებული და რომელთა ბედი უცნობია. უკრაინა ასევე მოითხოვს, დაუბრუნონ უკანონოდ დაკავებული გემები“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რუსულ მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ როგორც აზოვის ზღვაში, ასევე სხვა მიმართულებითაც.