logo_geo
eng_logo
უკრაინის პატრიარქი რუსეთს: მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, გონს მოეგეთ!
- +

26 ნოემბერი. 2018. 15:25

 

 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

 

უკრაინის პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა.

 

„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ?“ - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

 

მან ასევე მიმართა რუსებს და ისინი, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია.

 

„მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ - განაცხადა უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner