დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც 14 წლის ლუკა ჩხარტიშვილთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს თან ახლავს კომენტარი ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
„14 წლის ბათუმელ ლუკა ჩხარტიშვილს რამდენიმე უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინეს: ტერფის ძვლის სიმსივნე, თირკმლების გაორება-ანომალია, თავის ქალის თხემის ძვლის დეფორმაცია, რეაქტიული პანკრიატიტი, ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც, როგორც ექიმები ამბობენ, სიცოცხლესთან შეუთავსებელია.საქართველოს კულტურის პალატამ იშვილა ლუკა და დღეიდან ყველა მის მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება მის ანგარიშზე.ლუკა, ჩვენ შენთან ვართ. ერთად ვიბრძოლებთ შენი სიცოცხლისათვის.ყველაფერი კარგად იქნება", - წერს დავით ოქიტაშვილი