logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნება
- +

26 ნოემბერი. 2018. 16:22

 

 

„ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, 27 ნოემბერს, 17:30 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარე პერიმეტრზე, გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნება.

 

სკვერის გახსნას, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე და მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე დაესწრებიან.

 

სკვერში რეკრეაციული ზონა შეიქმნა: გორელიეფი გაიწმინდა, დაირგო მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი ზონები, დამონტაჟდა სარწყავი და განათების სისტემები, სკვერის ტერიტორიაზე შესრულდა ნაგებობების შელესვის და გადახურვის სამუშაოები, ასევე - გზის საფარის და სკვერის მოწყობა-მოწესრიგების სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

 

 

 

მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კომპანიამ ზესტაფონელებს ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა, მოგეხსენებათ, განებივრებული არ ვართ რეკრეაციული ზონების სიმრავლით. ჩვენთვის გარემოს დაცვასა და მის გაუმჯოებესებაზე ორიენტირებული პროექტები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დაარსება უკავშირდება. გვიხარია, რომ ამ ისტორიას ვინარჩუნებთ, ზესტაფონელებს გიორგი ნიკოლაძის სახელი ყოველთვის ემახსოვრებათ, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner