logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, ეს მარტო „არ მომწონს“ პრინციპით არ უნდა იყოს ახსნილი
- +

18 მაისი. 2016. 16:20


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მისი გადაწყვეტილება კარგად არგუმენტირებული უნდა იყოს.



როდესაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, შევეცადეთ, აგვეხსნა საზოგადოებისთვის ის არგუმენტაცია, თუ რას  ემყარებოდა ჩვენი მოსაზრება.  ამიტომაც, განცხადება, რომ მე არ ვეთანხმები, საკმარისი არ არის. თუ გინდათ, რომ შეფასება იყოს ობიექტური, მაშინ  ის დასაბუთებულიც უნდა იყოს. დასაბთებულშენიშვნების გაცნობის შემდეგ კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ, თუ რომელია უფრო მიზანშეწყონილი. კონსტიტუციურ დარღვევას მე აქ ვერ ვხედავ, რადგან ყველა ის გადაწყვეტა, რომელიც ჩვენ მოვძებნეთ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ ყოფილა. მე დაველოდებოდი პრეზიდენტს და თუიქნება შენიშვნების დასაბუთება, ამის შემდგომ სხვა შეფასებებს გავაკეთებდი.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს მაინც დაადებს, ამ გადაწყვეტილების დაძლევა  დენივე ხმით უნდა მოხდეს,  რამდენითაც ეს კანონი იქნა მიღებული. ამის შემდეგ კანონს ხმების მავე  რაოდენობით უნდა ეყაროს  კენჭი, თუმცა ნაადრევია  ვეტოს დაძლევაზე მსჯელობა. ჩვენ წარმოვადგინეთ  დასაბუთება,  თუ რატომ ჩავთვალეთ ამ კანონის მიღება საჭიროდ. თუ პრეზიდენტის  ადმინისტრაცია მყარად დაასაბუთებს და იტყვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მცდარი იყო, მაშინ მე დავფიქრდები,  თუ ეს ვერ დასაბუთდა და ის მარტო „არ მომწონს" პრინციპით იქნება ახსნილი, რა თქმა უნდა  ამ შემთხვევაში, მე თავდაპირველ ვარიანტს დავუჭერ მხარს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner