logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ვაპირებ, სიურპრიზი გავუკეთო მათ, ვინც 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე მოვა
- +

18 მაისი. 2016. 16:20


2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე, აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. მკვლელობიდან 9 წლის თავზე, დანაშაულის ადგილზე გურამ შარაძის ახლობლები შეიკრიბებიან. როგორც მოკლული შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ადგილზე მისულ საზოგადოებას სიურპრიზი ელოდება.


 

„მივალთ საფლავზე, გადავიხდით პანაშვიდს, ხოლო 19:00 საათზე, ტრადიციისამებრ, შევიკრიბებით მელიქიშვილის გამზირზე მკვლელობის ადგილზე. ვაპირებ, სიურპრიზი გავუკეთო მათ, ვინც ამ ადგილზე მოვა. ამის შესახებ კი 20 მაისს შეიტყობთ.

 

 

ველოდები ყელას, ვისაც გული შეტკივა, ვისაც ახსოვს მამაჩემი. გარდა იმისა, რომ ეს შეკრება იქნება მისი ხსოვნისადმი პატივისცემა, ეს ასევე იქნება პროტესტის ერთგვარი გამოხატულებაც.  სანამ გურამ შარაძის მკვლელობა არ იქნება გამოძიებული ბოლომდე, სანამ მკვლელები არ იქნებიან გასამართლებულები, იქამდე ამ შეკრებას ყოველთვის ექნება პროტესტის სახე", - განაცხადა გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner