logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
- +

26 ნოემბერი. 2018. 18:22

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

 

„ამოქმედდეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ზომებზე და უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების თაობაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას სამხედრო მდგომარეობის შემოღების პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემის თაობაზე.

 

განკარგულების თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს - 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

 

სამხედრო მდგომარეობა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს, რომელიც დღეს იკრიბება აღნიშნული საკითხის განსახილველად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner