logo_geo
eng_logo
შსს-მ მიმდინარე წელს 93 ნარკორეალიზატორი დააკავა და 33 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო
- +

26 ნოემბერი. 2018. 18:24

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო   გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 33 კილოგრამი  „ჰეროინი“, 3 კილო და  500 გრამი „კოკაინი“, 11 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე,  1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner