logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: პარლამენტში 15 ნაციონალიც კი ვერ მოხვდება!
- +

18 მაისი. 2016. 16:36


ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის"  საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ისაუბრა. გამზარდიას აზრით, 2016 წლის არჩევნების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობიდან"  პარლამენტში 15 კაციც ვერ მოხვდება.


„2016 წლის არჩევნების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში მოსვლის შანსი არის მაქსიმუმ იმის მესამედი, როგორც არიან დღეს წარმოდგენილი. საოცრება უნდა მოხდეს,  „ნაციონალური მოძრაობიდან" 15 ადამიანი შევიდეს პარლამენტში. ეს სახეები იქნებოდნენ თუ სრულიად ახალი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინც „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არ არის, ვინც გინდა, ის ჩაესვათ ამ სიაში, ის არცერთ შემთხვევაში მათ ხმას არ მისცემდა",- განაცხადა გამზარდიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner