logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მინდა, ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ვშიშობ...
- +

18 მაისი. 2016. 16:38


აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან 9 წელი სრულდება. მომხდარი დანაშაულის განახლებული გამოძიება 2 წელია მიმდინარეობს. როგორც შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, საგამოძიებო პროცესის მიმართ  ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ სამართალი იზეიმებს.



„ბევრი საუბრის უფლება არ მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემი მოთხოვნები, რაც კი აქამდე საკითხი დამიყენებია, ყველა ფორმით კმაყოფილდება. ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ირაკლი შოთაძის. გამოძიება მიმდინარეობს, საქმეს უძღვება ძალიან გამოცდილი გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება ჩვენს სასარგებლოდ. პროცესი მარტო პროკურატურაზეც არაა დამოკიდებული, მოწმეებიც ხომ უნდა გამოჩნდნენ და თქვან, რაც დაინახეს საკუთარი თვალით. მამაჩემის მკვლელობას ჰყავს ათეულობით თვითმხილველი, გადაღებულია ფირზეც, მაქსიმალურად ხდება ამ ფირიდან ინფორმაციის ამოღება. ძალიან მინდა, ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ვშიშობ, ყველაფერი არ გავაფუჭო ჩემი სულსწრაფობით.

 

 

საქმის პროკურორთან კომუნიკაცია მაქვს ყოველდღიური. ვხვდები როგორც მთავარ პროკურორს, ისე ბატონ გიორგი ლომთაძეს. ვთანამშრომლობთ და ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ ვდგამთ. მაქვს იმედი, რადგან საქმე საიმედო ხელშია. სამართალი აუცილებლად იზეიმებს!" - განაცხადა შარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner