უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მეორე ბრძანებას მოაწერა ხელი.
პირველისგან განსხვავებით, მასში ნახსენებია კონსტიტუციური უფლებისა და თავისუფლების შესაძლო შეზღუდვა.
კერძოდ, სამხედრო მდგომარეობა სიტყვის თავისუფლებისა და საარჩევნო უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ბრძანება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას რადა დაამტკიცებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამი უკრაინული გემის დაკავების შემდეგ, სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს.
26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
რუსეთმა ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა.