დღეს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენოსანი ჯემალ ჭკუასელი 81 წლის გახდა!
მან 2015 წელს „ხელოვნების ქურუმის" წოდება მიანიჭეს.
1976 წლიდან 1979 წლამდე იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი.
უკვე 1979წლიდან გახლდათ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი.
1986 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი იყო;
1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
„რეპორტიორი" ულოცავს ბატონ ჯემალს ამ იუბილეს და დღეგრძელობას უსურვებს!