logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ყველა წევრი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
- +

27 ნოემბერი. 2018. 00:01

 

 

„NATO-ს ყველა წევრი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკრაინის პორტებთან დაუბრკოლებელი წვდომა და აზოვის ზღვაში გემების გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოს.

 

„უკრაინული გემებისა და ეკიპაჟის წევრების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს გუშინ დაკავებული მეზღვაურები და დააბრუნოს გემები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ეს ინციდენტი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომია, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება.

 

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შეიარაღებული მებრძოლების მხარდაჭერა და გაიყვანოს ძალები უკრაინის ტერიტორიიდან”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას და მთელი რეგიონის სტაბილურობას უთხრის ძირს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner