logo_geo
eng_logo
ვენესუელას პრეზიდენტმა კვირაში 5 დღე უქმედ გამოაცხადა
- +

18 მაისი. 2016. 17:11


ვენესუელის მთავრობამ, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 2 მლნ ადამიანს სამუშაო კვირა 2 დღემდე შეუმცირა.


ვენესუელის მთავრობამ, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 2 მლნ ადამიანის სამუშაო კვირა 2 დღემდე შეამცირა. ცვლილების მიზანია ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის დაძლევა.


ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა არისტობულო ისტურისმა განაცხადა, რომ სამუშაო დღეები იქნება ორშაბათი და სამშაბათი, ხოლო კვირის დანარჩენი დღეები უქმე იქნება, სანამ ენერგეტიკული კრიზისი არ დასრულდება. სასაწავლო დაწესებულებები კი კვირაში 4 დღე იმუშავებს.


აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ბრძანებას სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირების შესახებ და მოსახლეობას მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ელექტრომოწყობილობების ეკონომიურად გამოყენებას.



ვენესუელას დაცვა ეკონომიკური ომისგან", ხოლო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი კი ნავთობზე ფასის დაცემა გახდა, რომელსაც ვენესუელას წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური და ფინანსური ბოიკოტი დაემატა", - განაცხადა ნიკოლას მადურომ.



შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი ნავთობზე ფასის ვარდნით დაიწყო, ხოლო 2015 წელს ქვეყანაში ინფლაციამ 180,9%-ს მიაღწია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner