logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: რკინიგზის და სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზაცია ჯერ არ იგეგმება
- +

27 ნოემბერი. 2018. 02:27

 

 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს რკინიგზისა” და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” პრივატიზაცია ჯერჯერობით არ იგეგმება. მისი თქმით, იგეგმება საქართველოს რკინიგზის რეორგანიზაცია. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

 

„ასევე ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალში უფრო მეტი ჩართულობა იყოს კერძო ოპერატორების მოძრავ შემადგენლობასთან დაკავშირებით. გვინდა შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები. ეს ყველა ქვეყანაში მიღებული საუკეთესო პრაქტიკაა. ასევე საუბარია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების შესაბამისად, გავმიჯნოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატორი. ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას, კომპანიის ეფექტურობამ აიწიოს, რაც მეტი ტვირთის მოზიდვის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ქობულია აცხადებს, რომ კერძო კომპონენტი შესაძლოა ამ სისტემაშიც ამოქმედდეს.

 

„ალბათ, დადგება დღის წესრიგში, რომ ნაწილობრივ მაინც შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები ამ სისტემაშიც კი. შესაძლოა, ეს მოხდეს აქციების პირველადი განთავსებით, ანუ IPO-ს მექანიზმით ან სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ობიექტებზე დარჩება ყოველთვის სახელმწიფოს ძალიან დიდი კონტროლი", - განაცხადა ქობულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner