logo_geo
eng_logo
შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხს მომავალ კვირას NATO-უკრაინა-საქართველოს კომისიის ფორმატში განიხილავენ
- +

27 ნოემბერი. 2018. 10:35

 

NATO-ში უკრაინის წარმომადგენლის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხს მომავალ კვირას NATO-უკრაინა-საქართველოს კომისიის ფორმატში განიხილავენ.

 

მისი თქმით, NATO-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომაზე ელჩებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და დადებითად შეაფასეს უკრაინის ქმედებები, რომელიც რთული ვითარების მიუხედავად, ცდილობს დაძაბულობის განმუხტვასა და სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.

 

„საგანგებო სხდომაზე ელჩები შეთანხმდნენ, რომ შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხზე დიალოგს 4-5 დეკემბერს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც სავარაუდოდ NATO-უკრაინა-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. დიდი ალბათობით, კომისია გაიმართება ფორმატით უკრაინა-საქართველო + NATO. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, დავაყენოთ ნებისმიერი საკითხი, რომლის განხილვაც შავი ზღვის კონტექსტში გვინდა“, – განაცხადა ვადიმ პრისტაიკომ.

 

NATO-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომაზე ალიანსის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner