logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ეს ისე, სანამ ავანსად გავაკრიტიკებთ პოლიციას... ვინ დაუფიქრებლად და ვინ შეგნებულად...
- +

24 თებერვალი. 2016. 21:51



შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს კრიმინალური პოლიციის მიერ, ცილად მოყვანის მიზნით, 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული დაკავებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:


 

„შსს კრიმინალურმა პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ თანამზრახველებთან ერთად, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება აღუკვეთა სამირა -. თანამზრახველების დასაკავებლად ღონისძიება გრძელდება.

P.S. ეს ისე, სანამ ავანსად გავაკრიტიკებთ პოლიციას... (ვინ დაუფიქრებლად და ვინ შეგნებულად)."- აღნიშნავს თალაკვაძე.

 


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზამირ ვ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ელჩინ ი-ს თანამზრახველია,  რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.  ელჩინ ი-ს  სხვა თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით).


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner