logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე ისევ ხელოვნურ კომაში იმყოფება
- +

27 ნოემბერი. 2018. 12:06

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ისევ ხელოვნურ კომაში იმყოფება.

 

პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

მათივე ცნობით, გიორგაძე მედიკოსებს ხელოვნურად ჰყავთ გათიშული, რადგან ფილტვების მდგომარეობა რთულია და საჭიროა, მისი ფუნქცია აღდგეს.

 

მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან სამკურნალოდ თურქეთში 21 ნოემბერს გადაიყვანეს.

გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner