logo_geo
eng_logo
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება
- +

27 ნოემბერი. 2018. 12:08

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ათი საარჩევნო უბანი 28 ნოემბერს 08:00 საათიდან გაიხსნება.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან, საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირებენ.

 

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner