საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე დამსაქმებლებს მოუწოდა, საკუთარ თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცენ.
„მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოთ კანონით გარანტირებული უფლება“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.