logo_geo
eng_logo
პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ
- +

27 ნოემბერი. 2018. 12:25

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

 

„ხვალ ჩვენს ქვეყანაში ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება, გააკეთოს თავისი არჩევანი; საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა თითოეულ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, არჩევნების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner