თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის ახალაშენებულ 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღში კომისიის გასვლითი სხდომა პირველად გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
საკითხის განხილვაში კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობა საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისწარმომადგენელმა ქეთევან ტომარაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა პეტრე კანკავამ, ასევე მერიისა და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბაგა-ბაღების დირექტორებმა და კომისიასთან არსებული სათათბირო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
მოწვეულ სტუმრებს ანგარიში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ წარუდგინა, რომელმაც ყურადღება როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სააღმზრდელო-მეთოდოლოგიურ და საკადრო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე გაამახვილა.
თორდინავას განცხადებით, პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს და ამასთან, 2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ბაღებში სხვადასხვა პოზიციაზე 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადდა 60 ფსიქოლოგი, 30 ლოგოპედი, 128-ე, 132-ე და 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელები და აღმზრდელის თანაშემწეები.
თორდინავას თქმით, 2016 წლის თებერვლიდან შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზარდა.
სააგენტოს ხელმძვანელმა გასვლით სხდომაზე 2016 წლის I კვარტალში განხორციელებულინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის Iკვარტალში 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, 132-ე დახურული ბაღი და 109-ე ბაღის დახურულიფლიგელი გაიხსნა. მისივე განცხადებით, მოქალაქეთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაიზარდა საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა და წელს უკვე 25-ის ნაცვლად ზაფხულის სეზონისთვის ბავშვებს უკვე 40-ზე მეტი საბავშვო ბაგა-ბაღი მიიღებს.
ანგარიშის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების მიერ დასმულ ყველა კითხვას ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხი გასცა.
კომისიის წევრებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სააგენტომ ინფრასტრუქტურულ, სააღმზრდელო-მეთოდოლოგიურ და საკადრო მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა დამნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისივე ინფორმაციით, თბილისელი ოჯახებისთვისმომავალში დამატებით კიდევ ბევრი ახალი სერვისი იქნება შეთავაზებული. დასასრულს,სხდომის მსგავსი ფორმატი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს და მომავალში მსგავსიპრაქტიკის დამკვიდრების სურვილი გამოთქვეს.