უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის განცხადებით, რუსეთს მარიუპოლიდან დნესტრისპირეთამდე ტერიტორიების დაპყრობისა და უკრაინის გახლეჩის გეგმები აქვს.
„არ არის საჭირო, იყო ჯეიმს ბონდი, სუპერ-ჯაშუში, რომ გესმოდეს, რა გეგმები აქვს რუსეთს მარიუპოლთან მიმართებაში. მივიჩნევ, რომ რუსეთის მილიტარისტული ქმედებებიდან გამომდინარე რუსეთს გეგმები აქვს უკრაინის სამხრეთთან მიმართებაში, დნესტრისპირეთამდე და ასევე გეგმები აქვს უკრაინის გახლეჩასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პავლო კლიმკინმა.