თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური და ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ.
საბაურმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ დღეს, 19:00 საათზე, გაიმართება საერთო კრება, სადაც დასახელდება თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
„ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ თუ რექტორი დატოვებდა თანამდებობას, ჩვენც გადავდგებოდით. ასევე, მაისში გვეწურებოდა უფლებამოსილება და შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანამდებობის დროზე ადრე დატოვებით არჩევნების თარიღი 6 თვით გადავწიეთ", - განაცხადა შალვა საბაურმა.
მისივე თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტები ინარჩუნებენ დელეგატების ანუ ფაკულტეტის საბჭოს წევრობას.