ეკონომიკის ექსპერტი დავით კიკვიძე სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს რკინიგზას“ საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია. „Fitch“-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის. უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია“, - აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი დავით კიკვიძე.