მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხალვაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ხალვაშის განცხადებით, მას ეს შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ გაუკეთეს, თუმცა დღევანდელ დღემდე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.
მისი თქმით, გეგმებისა და ინიციატივების განხორციელებაში გუნდის იმედი აქვს.