logo_geo
eng_logo
„Fitch“-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სეგმენტია
- +

27 ნოემბერი. 2018. 17:35

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზას“ დაუდასტურა რეიტინგი „B+“ და გაუუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“. კომპანიის რელიზის თანახმად, „საქართველოს რკინიგზა“, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და აღნიშნული ფუნქციის გაძლიერებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება.

 

„სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პროექტებს, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის განვითარების პროექტები. ისინი, ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებთან ერთად (ანაკლია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ფოთის და ბათუმის პორტების გაფართოება, ა.შ.), ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner