logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაია: Fitch Ratings-ის შეფასება პოზიტიურ გავლენას იქონიებს, როგორც ქვეყნის იმიჯზე ასევე „საქართველოს რკინიგზაზე“
- +

27 ნოემბერი. 2018. 18:54

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ შეფასებას, რომლითაც „საქართველოს რკინიგზას“ რეიტინგი გაეზარდა ცალსახად დადებითად აფასებს.

 

მისი თქმით, ცხადია, რომ  ქვეყნის რეიტინგის ზრდა პოზიტიურად აისახა Fitch Ratings-ის ექსპერტების გადაწყვეტილებაზე.

 

Fitch Ratings-ის ექსპერტების მიერ საქართველოს რკინიგზის მაჩვენებლების გაუმჯობესება 2018 წლისთვისაც არის ნავარაუდები.

 

„საქართველოს რკინიგზის“ EBTTDA 2022 წლისათვის 220-240 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ უახლოეს პროგნოზში, ასევე, საუბარია მეზობელი ქვეყნებიდან ტვირთბრუნვის გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც აისახება „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების პოზიტიურ დინამიკაზე. ჩვენი შეფასებით ეს დასკვნა და მთლიანობაში ის საექსპერტო გადაწყვეტილებები, რაც Fitch Ratings-ით არის განსაზღვრული ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს, როგორც ქვეყნის იმიჯზე , ასევე „საქართველოს რკინიგზაზე“ როგორც მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანიზაციაზე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოს ბიუჯეტში და წარმოადგენს საკვანძო არტერიას ამიერკავკასიაში. მთლიანობაში 2018 წელი „საქართველოს რკინიგზისთვის“ შეფასებულია, როგორც სტაბილურობის პერიოდი, ფინანსური მაჩვენებლებისა და განვითარების კუთხით“, - აცხადებს გიორგი ხელაია.

 

Fitch Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო მაჩვენებელი „B+“ დონით განსაზღვრა, პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე ხნის წინ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner