logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა
- +

27 ნოემბერი. 2018. 21:32

 

„ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარე პერიმეტრზე, გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე და მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე დაესწრნენ.

 

სკვერში რეკრეაციული ზონა შეიქმნა – ტერიტორია გაიწმინდა, დაირგო მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი ზონები, დამონტაჟდა სარწყავი და განათების სისტემები, სკვერის ტერიტორიაზე შესრულდა ნაგებობების შელესვისა და გადახურვის სამუშაოები, ასევე, გზის საფარის და სკვერის მოწყობა-მოწესრიგების სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კომპანიამ ზესტაფონელებს ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა. ჩვენთვის გარემოს დაცვასა და მის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დაარსება უკავშირდება. გვიხარია, რომ ამ ისტორიას ვინარჩუნებთ, ზესტაფონელებს გიორგი ნიკოლაძის სახელი ყოველთვის ემახსოვრებათ,“ – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner