„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეალობის წინაშე დავდგებოდით“, - ამის შესახებ ირინა ენუქიძის ძმამ, გოგი ენუქიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. მისი განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელი იყო ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატად იხილავდა.
ენუქიძემ გუშინაც გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.